საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა – FOX Soccer

„საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა. მოუთმენლად ველით მათ მომავალ ტურნირებზე“, – წერს „ფოქს-სოკერი“ და ევრო 2024-ზე საქართველოს თამაშს ეხმაურება.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

მსგავსი თემები