„იცვლება ყველაფერი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ხვალ ოპოზიციაში იქნება“ – ეკა ბესელია

საკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. დეპუტატის შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეთა 10-კაციანი სადავო სია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ გაიტანა.

„ეს უმრავლესობა წინააღმდეგობის გამწევი არ არის. ყველა გადასახედიდან, ზუსტად და სწორედ მოვიქეცი, როდესაც კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ გავიტანე. ვერც ერთმა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ დამორჩილებული სასამართლო სისტემა შედეგის მომტანი არავისთვისაა. რეალურად, იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ხვალ ოპოზიციაში იქნება, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაჰყვება ეს სიმძიმე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს, რადგანაც, მას საპარლამენტო უმრავლესობა, მათ შორის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც არ ესწრება.

„უცნაურია რომ წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე არ ესწრება ამ განხილვას, არადა, პროცედურით აუიცილებელია, რომ ბატონი ოხანაშვილი ესწებოდეს ამ განხილვას“ – განაცხადა ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან. პარლამენტის სხდომს წამვანმა თამარ ჩუგოშვილმა კი ბესელიას უპასუხა, რომ მან კოლეგებს დარბაზში დაბრუნება სთხოვა. „შესვენბის დასრლების შემდგომ, მოვუწდე კოლეგებს, რომ შემობრძანდნენ დარბაზში, მათ შორის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს და შემიძლია, გავიმეორო ეს თხოვნა კოლეგების მიმართ“ – უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა კოლეგას.

კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.

მსგავსი თემები