ცემა და ღირსების შემლახველი მოპყრობა – კახეთში ახალგაზრდა კაცს მეზობლები გაუსწორდნენ

კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელა, ვიდეოში ჩანს, რომ დაზარალებულს ხელები შეკრული აქვს, მას ათამდე პირი შეურაცხყოფას აყენებს და სცემს.

35 წლის კაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. დაუდასტურებელი ვერსიით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა იყო. ნაცემი კაცის ახლობლები კი ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ბიზნეს ინტერესების გამო მოხდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.

მსგავსი თემები