,,მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის, გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში” – აშშ-ის საელჩო

,,მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის, გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში”, – წერს საქართველოში ამერიკის საელჩო.

,,ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში”, – წერს საელჩო.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით კი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.

მსგავსი თემები