კობა კობალაძე ბათუმში შ.ს.ს. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ქ.ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, დღეის მოცემულობით,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კობა კობალაძემ მესაზღვრეებს აღუთქვა,რომ მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობებს განიხილავს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მსგავსი თემები