საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 442-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 968 პირს დაუდასტურდა, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 576 შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები