„თუ ესპანეთს მოვუგებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ვიმღერებ“- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს,  რამდენიმე პირობას შეასრულებს. მათ შორის პირობას დებს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ცნობილი ესპანელი მომღერლის სიმღერას შეასრულებს.

“თუ ესპანეთს მოვუგებთ, პირობას ვდებ, რომ შევასრულებ შემდეგ რამეს: პირველი, პარლამენტში არსებული პრორუსული პარტიიდან ერთ-ერთს, „ხალხის ძალას“ რომ ეძახიან, ერთი თის განმავლობაში არ დავუძახებ პუტინისტურ პარტიას. მეორე – იმედის 8 საათიან გადაცემას ვუყურებ ასევე ერთი კვირის განმავლობში. მესამე – პარლამენტის ფოიეში დავუკრავ როიალზე, რომელიც იქ არ დგას და რომლის დადგმასაც უკვე მეოთხე წელიწადია მოითხოვს ერთ-ერთი ქალბატონი, მუსიკოსი, დეპუტატი და ბოლოს, მეოთხე, მთავარი – პარლამენტის ტრიბუნიდან ვიმღერებ ჩემს ბავშვობაში პოპულარული ესპანელი მომღერლის რაფაელის სიმღერას” – ამბობს რომან გოცირიძე. 

 

მსგავსი თემები