„მადლობები მიხადეს, ყოჩაღო! რა კარგი ბიჭი აღგიზრდიაო“- პედაგოგები მამარდაშვილის შესახებ

გლადანის 115-ე სკოლის მასწავლებლები, სადაც გიორგი მამარდაშვილი სწავლობდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ბავშვობას იხსენებენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ ის გამორჩეულად მონდომებული და თბილი იყო.

„ბავშვებს თავიდანვე ეტყობათ, თუ როგორები იქნებიან ისინი. როგორც იტვიან, კოჭებში ეტყობოდა, ძალიან მონდომებული იყო. მემგონი ასეთი არავინ არ არის. 23 წლის ასაკში მე არ მახსოვს, ასეთი მეკარე ვინმე ყოფილიყოს.. ძალიან თბილი ბავშვი იყო“- ამბობენ პედაგოგები.

მასწავლებლები ყოფილი მოსწავლის დიდი წარმატებით ამაყობენ და ამბობენ, რომ მისი აღზრდისთვის საზოგადოება მათ მადლობასაც კი უხდის.

„ვამაყობდი, ჩვენი გაზრდილი რომ იყო, ვფიქრობდი, იქნებ ვინმემ იკითხოს რომელ სკოლაში სწავლობდა…

მარშუტკის მძღოლს ვთხოვე, გაეჩერებინა ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლებოდა. ვუთხარი მამარდაშვილის მასწავლებელი ვარ და ჩაწერაზე მეჩქარება-მეთქი, გამიჩერა. მგზავრებმაც გაიგეს, მადლობები მიხადეს, ყოჩაღო! რა კარგი ბიჭი აღგიზრდია, ჩვენც მადლობელი ვართო“- ამბობს გულიკო ლორია.

გიორგი მამარდაშვილი განხილვის ობიექტი განსაკუთრებით, ბოლო ორი მატჩის შემდეგ გახდა. საქრთველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მსოფლიო აალაპარაკა.

მსგავსი თემები