ნიგერიაში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმები ქორწილსა და დაკრძალვაზე შეკრებილებსა და საავადმყოფოზე განახორციელეს.

დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. ადგილობრივი მედიის ნაწილი იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

 

მსგავსი თემები