იორმუღალოში 35 წლის მამკაცი თანასოფლელებს ცემაში ადანაშაულებს

იორმუღალოში 35 წლის კაცი თანასოფლელებს ცემასა და არაადამიაუნურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ქამალ ახმედოღლის მტკიცებით, ის 10-მდე კაცმა გაკოჭა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა იორმუღალოში მოხდა. შემთხვევის ამსახველი ფაქტი თავდაპირველად სოცქსელით გავრცელდა. ახმედოღლი ამბობს, რომ ის სახლიდან მოტყუებით გაყვანეს.

„შეცდომა დავუშვი, რომ წამოვეგე მათ დაგეგმილ პროვოკაციას და მივედი იმ მისამართზე, სადაც დამიბარეს. მესიჯი მომივიდა ქალისგან, ვიფიქრე, დახმარება სჭირდებოდა და მივედი ადგილზე. დამხვდა ათამდე პირი, მათგან 5 ვიცნობ. შემბოჭეს და გამისწორდნენ ფიზიკურად. ხელის განძრევის საშუალებაც არ მომცეს. ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მომაყენეს, თუმცა ეს ყევლაფერი არ ასახეს ვიდეოზე. ყველას ვპირდები, რომ შურს ვიძიებ ამ ყველაფრის გამო“ – ამბობს ქამალ ახმედოღლი.

35 წლის კაცზე ანგარიშსწორების ბრალდებით დაკავებულები არიან ძმები ქაზიმოვები, რომლის ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ დაზარალებული კაცი მათ საცხოვრებელ სახლში თავად შეიჭრა. მათი თქმით, ახმედოღლი მათ ბინაში ღამის ორ საათზე მივიდა, ჩაკეტილი კარი გააღო და ფანჯრიდან მათ რძალთან შესვლას ცდილობდა.

მსგავსი თემები