„რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს“- ისრაელი ირანის მუქარას ეხმაურება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის მუქარას ეხმაურება. როგორც ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს, ირანის მუქარის მიუხედავად, ისრაელი მზადაა, გამოიყენოს სამხედრო ძალა ლიბანის წინააღმდეგ, თუ „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელის ტერიტორიების დაბომბვას.

„ირანი ემუქრება ისრაელს განადგურებით, თუ ისრაელი უპასუხებს „ჰეზბოლას“ თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია – თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვიმოქმედებთ, ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება აღდგენილი და მცხოვრებლები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს“- წერს კაცი.

შეგახსენებთ, ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას გამანადგურებელი ომი მოჰყვება.

მსგავსი თემები