დნიპროზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის ქალქ დნიპრზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ბალისტიკური რაკეტა მოხვდა, რის შედეგად ოთხი სართული ჩამოიშალა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, თავდასხმას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოში გადაყვანილი ცამეტი ადამიანის მდგომარეობა რთულია. ნანგრევებიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე ქალია. ამ დროისთვის ადგილზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

მსგავსი თემები