ყველანი საერთო სამშობლოს ასაშენებლად – ასეთია მინისტრის გზავნილი (video)

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლა. როგორც მინისტრმა ვანგ ი-მ აღნიშნა, დღეს ჩვენ მივედით ახალ ისტორიულ ეტაპამდე. ყველა ხალხის საერთო და ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა ხედვა კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების აშენების შესახებ. მისი შეფასებით, ეს არის საუკეთესო გზა ახალ გარემოებებში მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის მემკვიდრეობის, წინსვლისა და გამდიდრებისთვის.

„ჩინეთი მზად არის იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ააშენონ ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობისთვის, განახორციელონ გლობალური განვითარებისა და  გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა.  ყველანი საერთო სამშობლოს ასაშენებლად“ – აღნიშნა მინისტრმა საზეიმო მიღებაზე.

მინისტრმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა: „მოდით, გავამყაროთ მეგობრობისა და თანამშრომლობის საფუძველი ურთიერთპატივისცემით. მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის სუვერენული თანასწორობის დაცვა. ყველა ქვეყანამ უნდა იპოვოს თავისი ადგილი და შეასრულოს თავისი როლი მრავალპოლარულ სისტემაში“.

 

ეკა გულუა პეკინიდან.

„ღმერთმა დაიცვას მშვიდობა, ვისიამოვნოთ მშვიდობით“ – პრეზიდენტი სი ძინპინი (video)

მსგავსი თემები