„კვარა საუკეთესოა, მან შეიძლება ოქროს ბურთი მოიგოს“- მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოა და მან შეიძლება „ოქროს ბურთი“ მოიგოს. მამარდაშვილი ამბობს, რომ ის ესპანელ ფეხბურთელებს პატივს სცემს, მაგრამ კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა.

“მე, როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია, რომ მოიგოს ოქროს ბურთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ. ჩემი პატივისცემა მათ და ძალიან მაგრები არიან ისინიც, მაგრამ მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა არის მსოფლიოში საუკეთესო” – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ხვალ, 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი თემები