„ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო დავამარცხოთ“- ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების წევრი

საქართველო-ესპანათს შორის მატჩამდე ერთი დღე დარჩა. პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში დაძაბული იქნება. ესპანეთის საფეხბურთო გუნდის წევრის, ალეხანდრო გრიმალდოს თქმით, საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად მუშაობენ.

 „ყველა კარგი მოთამაშის გონებაში ჩაბეჭდილია ის, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო დავამარცხოთ, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და ჩვენი თავის საკუთარი ვერსია წარმოვაჩინოთ. ფეხბურთი სწრაფად იცვლება, საქართველოს ნაკრებთან მანამდე მოპოვებული გამარჯვებები მომდევნო მატჩზე არანაირ გავლენას არ იქონიებს და ამ მატჩს დაძაბულობისგან არ განმუხტავს. ეს წარსულის შედეგებია, ჩვენ იმაზე ვფოკუსორდებით რაც წინ გველოდება” – ამბობს ალეხანდრო გრიმალდო.

მსგავსი თემები