დრონების თავდასხმის შედეგად კურსკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა

კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას, ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს. ალექსეი სმირნოვის განცხადებით, 29 ივნისის ღამეს, სოფელ გოროდიშჩეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.

„მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის კიდევ ორი ​​წევრი რილსკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ“ – წერს სმირნოვი „ტელეგრამის“ არხზე.

მსგავსი თემები