ნეპალში მეწყრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც

ნეპალში მეწყრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ნეპალის სამაშველო და კატასტროფების რისკების შემცირების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყერმა ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მდებარე სახლები წაიღო.

ნეპალში ძლიერი მუსონური წვიმები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო, რამაც ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები