ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ გადაიდო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო. დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება.

 

მსგავსი თემები