რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს.

„მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ცნობით, გათავისუფლებულ 10 მშვიდობიან მოქალაქეს შორის ერთ-ერთი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ჯელიალია, რომელიც ყირიმში 2021 წელს დაატყვევეს.

მსგავსი თემები