„ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი“- რა მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ ბაღში

მოქალაქე ხატია კუჭავა ამბობს, რომ ქუთაისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მის მცირეწლოვან შვილზე, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადეს. კუჭავა ბავშვის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ მას ზურგზე ძალადობის კვალი ეტყობა.

„ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება, ქ.ქუთაისის #4 ბაგა–ბაღი, სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency. ბაღი არის ჩემი სახლის გვერდით. აივანზე ჩემი ბავშვის განწირული კივილი ტირილი შემომესმა, გავვარდი რომ მენახა რატომ ტიროდა. ბავშვი არ ლაპარაკობს, რომ ვკითხო რა მოხდა. იმ წამსვე გავხადეთ ტანზე, რომ გვენახა რამე ხომ არ იტკინა, რადგან ასეთი კივილი ვიკასი ჯერ ჩვენ არ გაგვიგია. ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი, ფოტოზე კიდე არ ჩანს იმდენად და წინ გულზეც. ბაღში გვითხრეს, რომ დადგმულ სცენარს გავს. ანუ ჩვენ ვცემეთ ბავშვი, რომ დავაბრალოთ ბაღს. სხვა ბევრ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რის საქმის კურსში ბაღის გამგეც ჩავაყენეთ. ამის და მიუხედავად დღეს ეს სურათი დამხვდა.

კი, მართალია მთელმა ქუთაისმა იცის ამ ბაღის შესახებ, მაგრამ მე გირჩევთ თავი შეიკავოთ ბავშვების აქ მოყვანისაგან“- წერს ხატია კუჭავა.

 

მსგავსი თემები