„ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ“- მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან შეხვედრისთვის ემზადება. როგორც ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, მოწინააღმდეგე ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, თუმცა საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვს ყველაფერს გააკეთებს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ.  ბევრჯერ მოგვიწია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, ბევრი რთული თამაში იყო. რა თაქმა უნდა გვინდა რევანშის აღება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაწყანარებულად და დამშვიდებულად. ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირის. ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ და ვიბრძოლებთ მანამ სანამ 1% მაინც იქნება დარჩენილი იმისი, რომ გავიდეთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“- ამბობს მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ესპანეთთან შეხვედრისთვის ემზადება.

მსგავსი თემები