,,ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნარვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ არ არის ნანახი პაციენტი”- შალვა ხაჭაპურიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სხდომა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახური სასამართლოს სამხარაულის მიერ მომზადებულ დასკვნას წარუდგენს.

სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ”ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნარვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ ჰყავთ”.

“ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, მათ უნდოდათ ექსპერტიზის ჩატარება, ამაზე მოსამართლემ უარი თქვა, ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, ამაზეც მოსამართლემ უარი უთხრა, გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნარვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ არ არის ნანახი პაციენტი, მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი გადამოწმდა და არ დადასტურდა – რას აპირებს სამინისტრო?!

მსგავსი თემები