ნახეთ, რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებელი ჩარტერული რეისის ბილეთი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას.

ფრენები განხორციელდება თბილისი-კიოლნი-თბილისის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევრო იქნება. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE.

მსგავსი თემები