ფინეთი უკრაინას 159 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის

ფინეთი უკრაინას 159 მილიონი ევროს (170 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის. ეს დახმარების 24-ე პაკეტია.

კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მიხედვით, რომელიც უკრაინის საერთაშორისო დახმარებას აკონტროლებს, ფინეთმა ასევე, 2024 წლის აპრილის ბოლოსთვის, 239 მილიონი ევროს (255 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უზრუნველყო.

,,ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმასთან ბრძოლაში. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, საბოლოო ჯამში, ყველა თავისუფალი ხალხის არსებობის უფლებას,” – თქვა თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა და აღნიშნა, რომ ფინელებმა საკუთარი ისტორიიდან ისწავლეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი.

სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, რას მოიცავს კონკრეტულად პაკეტი და მისი მიწოდების დრო არ ზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა და უკრაინამ აპრილში ხელი მოაწერეს უსაფრთხოების 10 წლიან შეთანხმებას.

მსგავსი თემები