ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაბომბვის შედეგად განადგურდა რადიაციული მონიტორინგის სადგური – IAEA

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატმოურ ელექტროსადგურთან (ZNPP) დაბომბვამ და ხანძარმა გაანადგურა გარე რადიაციული მონიტორინგის სადგური. მონიტორინგის სადგური ატომური ელექტროსადგურიდან 16 კილომეტრში მდებარეობდა. ამჟამად, 14 ასეთი სადგურიდან ოთხი, რომლებიც მოქმედებდნენ ომის დაწყებამდე, არ ფუნქციონირებს, აღნიშნავს IAEA.

,,ადგილზე რადიაციული მონიტორინგის აღჭურვილობის ფუნქციონირება ბირთვული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია მთელს მსოფლიოში.

ეს სისტემები მნიშვნელოვანია რადიაციული დონის მუდმივი მონიტორინგისთვის და, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მიმდინარე და პოტენციური რადიოლოგიური ზემოქმედების სწრაფი შეფასებისთვის და შეიძლება საჭირო გახდეს დამცავი ქმედებები”, – განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.

IAEA-ს ინსპექტორებმა აღნიშნეს, რომ მათ, რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ტერიტორიის გარეთ მონიტორინგის სადგურის მონახულება ვერ შეძლეს, რათა ზარალის შესახებ ინფორმაცია დაედასტურებინათ.

ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, ზაპოროჟიეს ატომური სადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

მსგავსი თემები