„საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი“- კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ვინ წავა, კონკრეტულად  ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.

„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი “- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები