უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება, სახელწოდებით: ,,ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები”, გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში გაიმართა.

დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოაწერეს.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში დაეხმაროს, მათ შორის, შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობისა და განაღმვის სფეროებში.

ევროკავშირის გარდა, ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი ესტონეთთამ და ლიეტუვასთან მოაწერა.

მსგავსი თემები