„ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან“ – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე

,,ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს”, – განაცხადა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.

„საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან, ამიტომ ნახევარდაცვაში კომბინირებისას უდიდესი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები