ხელისუფლებამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარებს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმის განხილვა დაასრულა. კომიტეტმა მძიმე დარღვევები დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას, ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა, კომპენსაცია, რეაბილიტაცია, ხელახალი შეფასება და ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება მოსთხოვა.

კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო. საჩივარი ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით იყო შეტანილი.

,,საჩივრის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის ბავშვთა სკოლა-ინტერნატის ბავშვები, რომლებიც მოკლებული იყვნენ ოჯახურ გარემოს”, – ნათქვამია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა პანსიონატში არსებულ უმძიმეს პირობებზე და ბენეფიციარების მიმართ ძალადობაზე სახალხო დამცველის ოფისმა 2018 წელს გამოაქვეყნა ანგარიში.

2020 წლის ივნისიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს არაერთხელ ეთქვა უარი ბავშვთა სახლში შესვლაზე. მოგვიანებით ომბუდსმენს პანსიონატში შესვლის უფლება მისცეს. ამის შემდეგ ბავშვების დიდი ნაწილი პანსიონატიდან გაიყვანეს და ალტერნატიულ მზრუნველობაზე გადაიყვანეს.

მსგავსი თემები