წყალმომარაგება სრულად აღდგა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა”, – აცხადებს კომპანია.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მაგისტრალურ მილსადენზე დაზიანების გამო, 16 ივნისიდან თბილისის ნაწილს და მცხეთას წყალი არ მიეწოდებოდა. მოქმედებდა გრაფიკი. წყლის ეტაპობრივი აღდგენა გუშინ დაიწყო.

მსგავსი თემები