,,დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა” – პაპუაშვილი

,,დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში”, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება დეზინფორმაციაში გუშინ ღიად ამხილა.

პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს, სწორედ ბორელის ეს განცხადება შეახსენა.

,,უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის. 4 წუთი ლაპარაკობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი პოზიციიდან ქალბატონი თეონა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპელი პოლიტიკოსებიდან და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა საქართველოზე”, – ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს გამჭვირვალობის კანონის შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები იზრდება, დეზინფორმაციად აფასებს. განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა – არა, ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს – თქვა ბორელმა მაშინ, როცა პრემიერი კობახიძე ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების “შანსი გაიზარდა”.

მსგავსი თემები