,,სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვეტოს უყურებს, როგორც გართობას” – რატი იონათამიშვილი

,,სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარტიული პრეზიდენტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტი ვეტოს საკითხს, როგორც გართობას ისე უყურებს.

,,სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვეტოს უყურებს, როგორც გართობას და ის ერთობა ამ საკითხებით. ეს არის მიუღებელი, იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი მას გააჩნია, რომელიც სავსეა პასუხისმგებლობებით და არა გართობით. ამას იყენებს ის უღირსად და უშინაარსოდ. ეს არის მაგალითი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ასეთი მაღალი პოზიცია უკავია. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარტიული პრეზიდენტი. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს კონსტიტუციას და საკუთარ ინსტიტუტს, შესაბამისად, მისი პატივისცემა საზოგადოებაში ნულს ქვევით არის,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მეცხრე ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა მის მოტივირებული შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ცესკო-ში გადაწყვეტილებისთვის საჭირო მაღალი, ორ/მესამედიანი კვორუმის უბრალო უმრავლესობით შეცვლა, რაც ზურაბიშვილის აზრით, “ქართულ ოცნებას” ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

მსგავსი თემები