სამხრეთ კორეაში ქარხნის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა – არიან დაკარგულებიც

სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და ამჟამად დაკარგულებს ეძებენ.

აფეთქება ჰვასონგში, დედაქალაქ სეულის სამხრეთით მდებარე ქარხანა Aricell-ში მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა.

ქარხანა ლითიუმის პირველად ბატარეებს აწარმოებს სენსორებისა და რადიოკავშირის მოწყობილობებისთვის.

მსგავსი თემები