,,EU-ს კარი დაიკეტება, დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას” – ბორელი

ლუქსემბურგში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დისკუსია იწყება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მინისტერიალზე უკვე იკრიბებიან.

გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და დაუწესდება თუ არა ოცნების მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანას დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? ამასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მინისტრებს დღეს ვარიანტების სიას წარუდგენს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში:

,,ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს და ყველასთვის უნდა იყოს ნათელი ერთი რამ: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ქმედებებს, რომლებსაც ახლა მიმართავს, ეს კარი დაიკეტება და საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის. ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ შედეგებზე. დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე თუ საშუალო პერსპექტივაში, რათა საქართველოს მთავრობის ეს ქმედებები შეწყდეს”, – ამბობს ბორელი.

ლუქსემბურგის მინისტერიალის შემდეგ, განხილვა უკვე ევროკავშირის სამიტზე გაგრძელდება, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი.

მსგავსი თემები