,,ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ,,ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება და მან სამხედროების მობილიზება შესაძლოა ჩრდილოეთ საზღვართან, ლიბანთან გადაიტანოს, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან იბრძვიან.

,,ჰამასთან (ღაზაში) ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება… ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, მაგრამ ომი მის ამჟამინდელ ეტაპზე რაფაში დასრულდება. ეს მართალია. ჩვენ მოგვიანებით გავაგრძელებთ ბალახის მოთიბვას,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ,,ნაწილობრივი გარიგება” დადოს ,,ჰამასთან,” რათა დაიბრუნოს ტყვეები, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან, თუმცა გაიმეორა, რომ ომი კვლავ გაგრძელდება მიზნის მისაღწევად ,,ჰამასის” ლიკვიდაციისთვის.

,,მე არ ვარ მზად ამის დათმობისთვის”, – ამბობს ისრაელის პრემიერი.

მსგავსი თემები