როდიდან აღუდგება უწყვეტი წყალმომარაგება დედაქალაქის კონკრეტულ უბნებს

თბილისის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნული პრობლემა, წესით რამდენიმე დღეში მოგვარდება – მას შემდეგ, რაც სოფელ წიწამურთან დაზიანებული წყალსადენი სრულად აღდგება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მაგისტრალი სასმელი წყლით ამარაგებს მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს.

წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე გადის, რის გამოც სამუშაოები რთულდება.

მსგავსი თემები