„ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ” – ბუდუ ზივზივაძის მამის პირველი კომენტარი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

,,ჯვაროსნების” ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ აღნიშნული შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რამაც ქომაგთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით, ბუდუს მამა, კახა ზივზივაძე გამოეხმაურა.

,,იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს. იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან”, – წერს ბუდუს მამა.

მსგავსი თემები