,,იმის თქმა, რომ დასავლეთმა პუტინის პროვოცირება მოახდინა, ძალადობაში მსხვერპლის დადანაშაულებას ჰგავს” – კლევერლი

,,იმის თქმა, რომ დასავლეთმა პუტინის პროვოცირება მოახდინა, ძალადობაში მსხვერპლის დადანაშაულებას ჰგავს”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, ბრიტანელი პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჟის პასუხად, რომელმაც დასავლეთი პუტინის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

„დროდადრო ვხედავთ, რომ პუტინი უარყოფს მშვიდობიან ვარიანტებს, მან დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა რუსული ჯარები საქართველოში და ვფიქრობ, თუნდაც იმის ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა”, – განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები