EU-ს მინისტერიალზე დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და  დაწესდება თუ არა დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? დღეს საქართველოს საკითხზე  ევროკავშირის ქვეყნების მინისტერიალზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან.

ქართული ოცნების მიერ, გამჭვირვალობის კანონის მიღებისა და პრორუსული პოლიტიკის გატარების გამო, აშშ-ის სანქციების პარალელურად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის ევროკავშირიც  ემზადება. მინისტერიალის  შემდეგ კი განხილვა უკვე ევროკავშირის სამიტზე გაგრძელდება, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი.

მსგავსი თემები