რა უთხრა მთავარმა მწვრთნელმა ლობჟანიძეს გაფუჭებული მომენტის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის და ისტორიული პირველი ქულის მოპოვება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა. მთავარმა მწვრთნელმა, ასევე ისაუბრა საბა ლობჟანიძეზე, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა. ვილი სანიოლის თქმით, მოგების დიდი შანსი იყო, თუმცა ჩემპიონატზე ერთი ქულის მოპოვებაც დიდი ამბავია.

“რა ვუთხარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ლობჟანიძეს? ვერ წარმოვიდგენ, იმ მომენტში რას გრძნობდა. დარტყმა ყოველთვის უნდა სცადო. შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, რადგან მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია. ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა. რადგან ვიცით, ეს გზა საიდან დავიწყეთ, რა სირთულეები გამოვიარეთ და სად მოვხვდით“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები