არკანზასის შტატში სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არკანზასის შტატში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. ინფორმაციას შტატის პოლიცია ადასტურებს. დაშავებულთა შორის პოლიციის ორი ოფიცერია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 44 წლის მამაკაცი დაჭრილი და დაკავებულია. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.

შემთხვევა ქალაქ ფორდაისში მოხდა. პოლიცია მაღაზიაში სროლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მივიდა ადგილზე და ეჭვმიტანილს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

 

მსგავსი თემები