ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის წლის 6 მაისს ბრალდებულმა ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ  შეტყობინება განახორციელა. ადგილზე განხორციელებული შემოწმების შედეგად, სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

მსგავსი თემები