“მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, ასეთი ბევრი გვინახავს”- კახა კალაძე

“ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმას. 

კახა კალაძე, მამუკა ხაზარაძის მიერ, პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, “ქართული ოცნების” მიერმ საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებით, მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა მოხვდეს პარლამენტში.

“მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორიც აქამდე ბევრი გვინახავს“, – განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში გააკეთებენ. უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

მსგავსი თემები