ბაღდათში მდინარე ხანისწყალი ადიდდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა

ბაღდათში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულია სხვა საგზაო ინფრასტრუქტურაც.

არსებული ინფორმაციით, დაიტბორა სოფელში მდებარე წყლის საამქრო. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა, მოგვიანებით დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

მსგავსი თემები