,,საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატები წარუდგინოს – მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში” – ოხანაშვილი

,,საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.

მისი თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად.

„ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგეს. როდესაც წარმოგვიდგენს, იქ ნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის არ იქნება სწორი. საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს. ამას ელემენტარული ჩახედვა სჭირდება კანონმდებლობაში,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები