სარფის საბაჟოზე სპორტულ ფეხსაცმელებში დამალული ნარკოტიკის შემოტანას ცდილობდნენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული (ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ), პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება (კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი) აღმოაჩინეს.

ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) ნარკოტიკული საშუალება “კოკაინის” შემოტანის მცდელობა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს წებოვანი ლენტით, სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.

ასევე, უწყების ცნობით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 168 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

მსგავსი თემები