„მეორედ დაბადების თუ გჯერათ?!“ – რუსთავში ავარიისას დაშავებული არასრულწლოვნის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. გთავაზობთ, არასრულწლოვანის დედის ემოციურ პოსტს:

„მეორედ დაბადების თუ გჯერათ? კი ჩვენ მეორედ დავიბადეთ! მადლობა სამყაროს შენთვის, შენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ძველებურად სუნთქვისათვის. ანამარიააა, საოცარი ხარ, დედიკო,“ – წერს გოგონას დედა.

ცნობისთვის, რუსთავის ცენტრალურ გამზირზე ავარია 14 ივნისს მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ზებრაზე ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს დაეჯახა.

მსგავსი თემები