,,ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა” – ტელეწამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა. ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ნაკრები თურქეთთან, 3:1 დამარცხდა.

მსგავსი თემები