ევროკავშირში ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 17 ივნისს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ თუ ვინ უნდა დაიკავოს ბლოკის მთავარი თანამდებობები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს იყო ლიდერების პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს ურუსულა ფონ დერ ლაიენს, პორტუგალიის ექსპრემიერ ანტონიო კოსტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად განიხილება, ხოლო ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი მთავარ დიპლომატად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ მათ მეტი დრო სჭირდებათ.

ევროკავშირის ლიდერები საკითხის განხილვას მომავალ კვირაში, 27-28 ივნისს, გააგრძელებენ.

მსგავსი თემები