რუსულმა სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გონჩარენკო რუსულმა სასამართლომ “დამნაშავედ” ცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე „სამხედრო ფეიქების“ გავრცელებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი), ტერორიზმის გამართლებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) და სიძულვილის წაქეზებაში ძალადობის მუქარით (სსკ-ის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

კონკრეტულად რა გახდა უკრაინელი დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი, უცნობია.

,,სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი – საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება.
ვიღებ მილოცვებს! რუსეთში ნასამართლევი პირველი სახალხო დეპუტატი!”, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები